ბელარუსი ლიტვას უპირისპირდება და რუსეთის სამხედრო მოკავშირე რჩება

მიუხედავად მოსკოვსა და მინსკს შორის რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე არსებული უთანხმოებებისა, ბელარუსი რუსეთის სამხედრო მოკავშირედ რჩება და თავის ვალდებულებებს ასრულებს.

“მიღებულ იქნება ზომები ბელარუსის სახელმწიფო საზვღრის გასაძლიერებლად, გაიზრდება სახმელეთო საჯარისო კონტინგენტის რაოდენობა ლიტვის მიმართულებით” – განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი რავკოვმა.

ბელარუსი ამ ზომებს ღებულობს ლიტვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, ამერიკული 500-კაციანი კონტინგენტის განთავსების საპასუხოდ. 2020 წლის გაზაფხულზე ნატო გეგმავს მასშტაბური წვრთნების ჩატარებას სახელწოდებით Defender Europe. “ჩვენ გავაძლიერებთ შეიარაღებებზე კონტროლს, ჩავატარებთ მიმდებარე ტერიტორიის ინსპექტირებას, დაზვერვას კი ამოცანებს გავუფართოვებთ” – აღნიშნა ბელარუსმა მინისტრმა.

რავკოვის ინფორმაციით, მინსკი გაატარებს არა მხოლოდ სამხედრო ღონისძიებებს, არამედ საინფორმაციო და დიპლომატიური თვალსაზრისითაც გააქტიურდება. “ჩვენ მკაცრად დავსვამთ ჩვენს საზღვრებთან ნატოს ჯარების ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს” – აღნიშნა მან.

საქართველოსთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული ეკონომიკის და სოციალური სისტემის მქონე ბელარუსი არ გადადის რუსეთთან “წითელ” ზღვარს, სხვა მხრივ კი თავის ინტერესებს ენერგიულად და, რაც მთავარია, წარმატებით იცავს მოსკოვის წინაშე. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, ნატოს მიმართ მინსკის პრინციპული პოზიციის გარეშე.