თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს,
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო.
ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად, ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
როგორც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი აშშ-ის დაფინანსების დამსახურებით აშენდა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის აშშ-ს მთავრობას.