ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს,“ – ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ წყალტუბოს აღორძინების პროექტზე მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.
პრემიერის შეფასებით, წყალტუბო მასშტაბური ტურისტული ცენტრი გახდება, რომელიც იმერეთის რეგიონის დიდ სტიმულს მისცემს.
“წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს. წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს.