შეერთებული შტატების ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამჟამად კი დემოკრატიული პარტიიდან ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი თავის “ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც იგი ამერიკელებს მოუწოდებს, ხუთ-ხუთი დოლარი შეაგროვონ უცხოური ჩარევის თავიდან ასაცილებლად, იუწყება CNSNews.
ბაიდენის “ტვიტთან” მიმაგრებულია ვიდეო, რომელიც ასახავს, თუ როგორ საუბრობს პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ რუსების “ფეისბუკ-ტროლების” გააქტიურებაზე.
სავარაუდოდ, “რუსულ ტროლებთან” ბრძოლა ქართულ “ფეისბუკ”-სივრცეშიც გაძლიერდება და ახალ “სიმაღლეებს” მიაღწევს.