“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლას ეხება და სადაც წერია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ გადამეტებული და არაპროპორციული ძალა გამოიყენა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს.
ნინო ჯავახაძის განცხადებით, ამ საკითხზე გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს, შესაბამისად საქმეზე საბოლოო დასკვნა საგამოძიებო უწყებამ უნდა დადოს.
“რა იყო, როგორი ძალა იქნა გამოყენებული, იყო თუ არა დარღვევები.. ვიცით, რომ ინდივიდუალური გარკვეული სამართალდარღვევები, გადაცდომები იყო და ამ ყველაფერს სწავლობს გენერალური პროკურატურა,” – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.