გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ სატელევიზიო გადაცემა “რეაქციაში” პატრიარქის გადადგომის გეგმების ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
“ვერ მოესწრებით! ამას ვამბობ მათთვის, ვინც ელოდება. ჩვენი პატრიარქი გადადგომას არ აპირებს და ნამდვილად მინდა გითხრათ, სინოდის არც ერთი წევრი მას ამ რეკომენდაციასაც კი არ მისცემს, რომ პატრიარქი გადადგეს.
შეიძლება, წლოვანებიდან გამომდინარე, პატრიარქი ფიზიკურად უფრო სუსტი იყოს, ვიდრე იყო ადრე, მაგრამ მისი უწმიდესობის გონება და აზროვნება არის აბსოლუტურად ჯანსაღი და სუფთა, და კიდევ მრავალი წელი მისი დარიგება და სწავლა ჩვენ ყველას!”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.