დღის განმავლობაში სირიიდან მოდიოდა ინფორმაციები თურქეთისა და სირიის ჯარების შეჯახების შესახებ. ინფორმაციები ტელეკომპანია “ალ არაბიამ” გაავრცელა.
ამ შეტაკებებს ადგილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჰქონდა, სადაც სირიის საჯარისო ნაწილები რუსეთ-თურქეთის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებოდნენ. თურქებმა, თავიანთ მოკავშირე ანტისამთავრობო ბანდებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს ათამდე სირიელი სამხედრო მოსამსახურე, შემდგომ ეს ციფრი 14-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სირიის სამთავრობო რიტორიკაში თურქების სამხედრო ოპერაციები თავიდანვე “აგრესიად” მოიხსენიება. გუშინ, 28 ოქტომბერს, სირიის ჯარები ჩრდილოეთის მიმართულებით “თურქეთის აგრესიის” შესაჩერებლად დამატებითი ძალები იქნა გადასროლილი.