ვინ დაადგენს სიმართლეს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე – სამართალდამცავები თუ წმინდა სინოდი.
თეოლოგები იმ საეკლესიო სამართალზე საუბრობენ, რომლითაც ასეთ დროს საპატრიარქო ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა, საკითხი სინოდმა უნდა განიხილოს.
თეოლოგი ლადო ნარსია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, იმ ფაქტებით დაინტერესდნენ, სადაც მეუფე ჰყვება, რომ არსებობდა გარკვეული განზრახვები პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი პრემიერის კაბინეტში განიხილებოდა.
მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მოქმედი პრემიერი ილია მეორეს გადაყენების საკითხზე მსჯელობდნენ.