მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი კომპანიები

2019 წლის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტია” – იუწყება Forbes.ge. “ვოლმარტი” 2019 წელს 514 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს და დასაქმებული ჰყავა 2.2 მილიონი ადამიანი.

 

2.2 მილიონი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოს სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა). “ვოლმარტის” წლიური შემოსავალი აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ შემოსავალსაც (მთლიან შიდა პროდუქტს) კი, როგორიცაა ირლანდია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, ისრაელი, პორტუგალია და სხვა. “ვოლმარტზე” მეტი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ 24 ქვეყანას აქვს.

მე-2 ადგილზეა ჩინური “სინოპეკია”, რომელიც ნავთობის და გაზის წარმოებით და განაწილებითაა დაკავებული. მე-3-4 ადგილებსაც ნავთობის და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიები იკავებენ. ათეულს საავტომობილო კომპანიები “ტოიოტა” და “ვოლკსვაგენი” ასრულებენ.

ცხრილი: მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია

ადგილი

სახელი

წლიური შემოსავალი, მილიარდ დოლარებში

სექტორი

დასაქმებულთა რაოდენობა

ქვეყანა

1

ვოლმარტი

514

ვაჭრობა

2,200,000

აშშ

2

სინოპეკი

415

ნავთობი და გაზი

619,151

ჩინეთი

3

შელი

397

ნავთობი და გაზი

81,000

ნიდერლანდები/
ბრიტანეთი

4

პეტროჩაინა

393

ნავთობი და გაზი

1,382,401

ჩინეთი

5

სთეით გრიდი

387

ელექტროენერგია

917,717

ჩინეთი

6

საუდი არმაკო

356

ნავთობი და გაზი

76,418

საუდის არაბეთი

7

ბპ

304

ნავთობი და გაზი

73,000

დიდი ბრიტანეთი

8

ექსონ მობილი

290

ნავთობი და გაზი

71,000

აშშ

9

ფოლკსვაგენი

278

ავტომობილები

664,496

გერმანია

10

ტოიოტა

273

ავტომობილები

370,870

იაპონია

წყარო: Fortune, Global 500.