მთელი აჭარის მთავრობა მობილიზებულია და მოწიწებით ჩამწკრივებული, თურქეთის ზეიმზე ბათუმში. თურქეთი რესპუბლიკის დაარსების 96-ე დღეს ბათუმშიც აღნიშნავს.
თურქეთის კონსული ბათუმში “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე” ლაპარაკობს, რომელშიც, ბათუმი ნაკლებად მოიაზრება. აჭარის მთავრობამ ზეიმზე მორეკა სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თურქული და ქართული დროშების ქნევით, სიმღერითა და ცეკვა-თამაშით აზეიმეს.
რა თქმა უნდა, ასეთ ბათუმში და აჭარაში არ არის არც აჭარის გათავისუფლების მონუმენტის, არც დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილი… დანარჩენზე – კომენტარი ზედმეტია…