აშშ-ის ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმსა“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“.
ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი იყო, როგორც სამეცნიერო წრეების, ასევე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან. საერთო ჯამში, 27 ცალი ბოთლი ღვინო გაიყიდა.
შედარებისათვის: რუსეთში 2017 წელს მთელი ექსპორტის 62% ანუ 47,7 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა. ამას “ნიუსფრონტი” არ ამტკიცებს, არამედ “ამერიკის ხმა“.