გადარიცხავს თუ არა “ბერა” კიდევ ერთ მილიონს კალიფორნიის ტყეების გადასარჩენად?

“ქართულ ოცნებაში” დადის ხმები, რომ ბერა ივანიშვილმა, შესაძლოა, კიდევ ერთი მილიონი აშშ დოლარის გადარიცხოს, ხანძრით მოცული კალიფორნიის ტყეების დასახმარებლად.

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ემუქრება.  “ფოქსნიუსი” იტყობინება, რომ ბიბლიოთეკა სავალდებულო ევაკუაციის ზონაში მოექცა და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

რეპერ “ბერას” შეუძლია, თავისი საიმიჯო გავლენა კიდევ უფრო გააძლიეროს გლობალურ ისტებლიშმენტში, თუკი მამა გამოუყოფს თანხებს და ამაზონის შემდეგ, ამჯერად, კალიფორნიის ტყეებს დაეხმარება.