მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერებს აგროვებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გორში ხელმოწერებს აგროვებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი გორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ადგილობრივ მცხოვრებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ყველა ქალაქში გეგმავენ ჩასვლას და ხელმოწერების შეგროვებას.

შეგახსენებთ, რომ 19 წლისთემირლანმაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.