სოფელ ატოცის მიმართულებით გვიან ღამით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები გადაადგილდებოდნენ. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი კადრები.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა დროის ასეთ მონაკვეთში ,არაკონტროლირებად ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის მანქანები გამოჩდნენ. იქ მყოფი ადამიანები სწორედ ამის გამო გამოთქვამენ ეჭვს, რომ ატოცში რაღაც ხდება ან მზადდება.
რაც შეეხება თავად ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლებს – ისინი ამ დრომდე შაქშაქეთთან იმყოფებიან. პოლიცია მათ ატოცისკენ წასვლას უზღუდავს.