პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობას დეპუტატთა ნაწილი პრემიერ-მინისტრს აკისრებს. მათი შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ინერტულობის შედეგია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია.
უმოქმედობის მიზეზად კი აზარტული თამაშების ბიზნესიდან სავარაუდო სარგებელი და ბიძინა ივანიშვილისგან ნებართვის არ არსებობა სახელდება. დამოუკიდებელი დეპუტატები კანონში ცვლილებას და აზარტული თამაშების რეკლამის საერთოდ აკრძალვას დღევანდელ სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ.
“ბატონ ბიძინას არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მწვანე ანთებული, რომ მთავრობამ ეს პრობლემა გადაჭრას. იმიტომ რომ როცა უნდათ, რამდენსაც უნდათ იმდენ ფულს წაართმევენ ამ კომპანიებს. როდესაც რაღაცა მოხდება, პირდაპირ იქნება პასუხისმგებლობა პრემიერ მინისტრის, იმიტომ რომ მას შეუძლია დღეს ეს საკითხი დაძრას,” – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.