საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება.
თადუმაძის განმარტებით, მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონდმებლობით იხელმძღვანელა.
“სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი,” – განაცხადა შალვა თადუმაძე.
გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი.