საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის კელი დეგნანის განცხადებებს თბილისში შეფასებები უკვე მოყვა. ამერიკელი დიპლომატის აქცენტებს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში დადებითად შეხვდნენ.
საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ სენატი ელჩის დანიშვნის პროცედურებს დროულად დაასრულებს იმისათვის, რომ კელი დეგნანი თბილისში ჩამოვიდეს და თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს.
პოლიტიკოსები თქმით, კელი დეგნანის საქმიანობა, რომელიც წარსულში NATO-სთან და შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობას მოიცავდა, ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც ელჩობის კანდიდატმა მოსმენის დროს გააკეთა. აქცენტები გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციებზე, ამერიკის მხარდაჭერაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და მას მსგავსი სურვილები აქვს, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადავიდეს. მინისტრის განცხადებით ეს ასეც იქნება, რადგანაც საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ის ურთიერთობის დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი დონის ურთიერთობა ამერიკასთან ჩვენ აღარ გვქონია.
რაც შეეხება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ისინი გამოეხმაურნენ კელი დეგნანის განცხადებების იმ ნაწილს, სადაც დიპლომატი 2020 წლის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალეს ჩატარებაზე მიუთითებს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში როგორც გამჭვირვალე ასევე სამართლიანი არჩევნებიც უკვე მრავალჯერ ჩატარდა, რომელთა შედეგებიც ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენა. თეა წულუკიანის განცხადებით, შესაბამისად არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის და კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი არ იყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია და მის განცხადებებს მიესალმება. ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველო რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს გამჭვირვალე არჩევნებს.ზალკალიანი დადებითად აფასებს კელის სი