სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბერში 200 ათასი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 150 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის სამი კომპანიაა – შპს „თეზი“ (50 ათასი ლარი), „გ ენდ კ ტექნოლოგი“ (40 ათასი ლარი) და შპს „ბილდი“ (60 ათასი ლარი).
ოპოზიციურ პარტიას კი, თანხა მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა ჩაურიცხეს. შემომწირველთა შორის რამდენიმე დეპუტატია – რომან გოცირიძე (3 ათასი ლარი), სალომე სამადაშვილი (3 ათასი ლარი), მამუკა ჩიქოვანი (10 ათასი ლარი); საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი (9999 ლარი), ასევე განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინისტრი დიმიტრი შაშკინი (20 ათასი ლარი.