ეკლესიაში ჩანერგილ აგენტურას სერიოზული, მაგრამ არასასიკვდილო დარტყმა მიადგა

ე. წ. “მეუფე” პეტრეს სინოდიდან და მღვდელმსახურებიდან გამოძევების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სააკაშვილის რეჟიმისა და ამ რეჟიმის უკან მდგარი დასავლური სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი აგენტურა სერიოზულად დაზარალდა, თუმცა მისი განადგურება ჯერ შორსაა რეალობიდან.

დანარჩენი რამდენიმე ჩანერგილი “მეუფე” იძულებულია, სინოდის წევრების უმრავლესობის განწყობას ანგარიში გაუწიოს და გაჩუმდეს, ეს განწყობა კი ცალსახად სიმართლის მხარესაა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იცავს. ეკლესიაში დაუშვებელი ოპოზიცია დროებით გაჩუმდება, მაგრამ ძირგამომთხრელ საქმიანობას ფარულად თუ ნახევრად შეფარვით, მაინც განაგრძობს.

“მეუფე” პეტრე შეეცდება, თავის აწ უკვე ყოფილ სამწყსოში, ტომობრივ-ტრიბალისტურ გრძნობებზე თამაშით, ტვინდაბნელებული “მიშისტური” ფსევდომრევლის დახმარებით, საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ იგი სიმართლისთვის იდევნება, თუმცა მისი ეს სატანური მცდელობები განწირულია.

პატრიარქის და მისი თანამოსაყდრის მიმართ დაწყებული ბინძური კამპანია ლოგიკურად ჩაფლავდა, თუმცა ეს ეკლესიის პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს. 31 ოქტომბრის სინოდის სხდომა ეკლესიის თვითგანწმენდის მხოლოდ დასაწყისია. რწმენით და მოთმინებით, ეს პროცესი ადრე თუ გვიან გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

 

“ნიუსფრონტი”