ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ თბილისმა რუსეთს სტრასბურგში უნდა უჩივლოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზიაციაში ამბობენ, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ტრაგიკული მაგალითი თუ რა შედეგი მოჰყვება ცხინვალის მხრიდან გამშვები პუნქტების თვითნებურად ჩაკეტვას. ეს მიმდინარე წელს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მეორე მასშტაბური შემთხვევაა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ახალგორელებს შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და მარგო მარტიაშვილის ტრაგიკული ფაქტი ერთ-ერთი მაგალითია იმ ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახალგორში ხდება, ის დგას ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას იფიქროს აქტიურად და მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი მექანიზმის გამოყენებასთან დააკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გავლით. მხოლოდ რაღაც განცხადებები და მოთხოვნები არ იქნება საკმარისი,“ – აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა თეონა ფირანიშვილმა