ირმა ინაშვილის პასუხი ვოლსკის

პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი გია ვოლსკის ეხმაურება.

გია, ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, ქვეყანა მუდმივად არ იქნებოდა რუსეთთან საომარი ვითარების საფრთხის ქვეშ! ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, აღმოაჩნეთ, რომ რასაც ჩვენ გეუბნებით, იგივეს გეუბნებათ ევროპის არა ერთი ქვეყნის ლიდერი- რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი!

ჩვენ რომ ყური დაგვიგდოთ, მხოლოდ სასიკეთო იდეებს მოისმენთ ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის და ცუდია, რომ ყურს არ გვიგდებთ და პირადად შენ ასე გაუაზრებლად აკეთებ გაბრაზებულ კომენტარებს. მუდმივად უსამართლოდ გვკბენ და გაუგებარია, რატომ.

ჩემთვის რომ ყური დაგეგდო, აღმოაჩენდი, რომ სახელმწიფოს არ ვადანაშაულებ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნუ შეგყავს საზოგადოება შეცდომაში. მე ვადანაშაულებ ფსევდოლიბერალურ ძალებს, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით და ძალზედ კონკრეტული მაგალითი მოვიხმე, რას გეგმავდა “თავისუფლების ინსტიტუტი” ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ!

ასე რომ, ჩემს აზრებს ნუ ამახინჯებ!

ბოლოს, ჩვენთვის, რომ ყური დაგეგდოთ და კოჰაბიტაცია არ გამოგეცხადებინათ, დღეს ბევრად მშვიდი ვითარება იქნებოდა ქვეყანაში.

აქვე მინდა შეგახსენო, რომ მუდმივად თავად მაიძულებ გიპასუხო. ჩემი აზრების დამახინჯების ფუნქცია რატომ იტვირთე, გაუგებარია. არავინ დაგაჯილდოვებს ამის გამო, გარწმუნებ!

P.S. ვატყობ, შენი დაპატიჟება მომიწევს ჩაიზე  -წერს ირმა ინაშვილი.