სინოდის დღეს დაგეგმილი სხდომიდან დიდი მოლოდინები არ აქვს თეოლოგთა ნაწილს.მათი თქმით, განსახილველი თემები ბუნდოვანია. თუმცა სხდომის დანიშვნის წინაპირობიდან გამომდინარე ვვარაუდობენ, რომ მაღალი რანგის სასულიერო პირები ერთ-ერთ მთავარ თემად მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებას განიხილავენ.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, სასურველი იქნება თუ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაკავებულ დეკანოზეც იმსჯელებენ.
“სხდომის ჩატარება მოჰყვა ყოფილი ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობის განცხადებებს, სწორედ ეს განცხადებები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც სინოდი განიხილავს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ აქვს რაღაც კომპრომატი და თუ ყველაფერს არ გააკეთებენ იმისთვის, რომ ციხიდან დაიხსნან, ამ კომპრომატს გამოაქვეყნებს. არ მესმის რაზეა საუბარი და რატომ უნდა იმჯელოს ამაზე სინოდმა,” – განაცხადა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.
“თუ ვივარაუდებთ იმას, რომ სინოდი არის მოწვეული კონკრეტულად მეუფე იაკობთან მიმართებაში, მე ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური შემადგენლობის მიღმა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სინოდს უნდა გაუჭირდეს. მეუფე იაკობის განცხადებებს მოკვლევა სჭირდება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ პერსონალურ დონეზე, იქნება კანონიკურ სამართალს მიღმა მიღებული,” – აღნიშნა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.