ლალიაშვილი, ლილუაშვილი და რუსოფობია

„სანამ საქართველოში ბატონობს ახალი ქართული პატრიოტიზმი, რომლის მთავარი იდეოლოგია რუსოფობიაა, რომლის შემოქმედი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის მიერ შექმნილი ექსპერტებით, მედიით და ნაც-ინტელიგენციით, რომლის მიზანიც აქ რუსი ტურისტის და ხელოვანის შემოსვლა კი არა, რუსი ჯარისკაცის შემოსვლა და მინიმუმ რუსეთთან ეკონომიკური ომის წამოწყება გახლავთ” – განაცხადა TV „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ წამყვანმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა თავის ეპილოგში, რამდენიმე დღის წინ.

ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, როდესაც ლალიაშვილმა და მისმა რესპონდენტმა, უშიშროების მინისტრმა მსგავსი ჟღერადობის გვარით – ლილუაშვილმა, დაგმეს რუსოფობია (“მიშისტების” მიერ ქუთაისში მესხიშვილის თეატრის შევიწროების საპასუხოდ). სამწუხაროდ, ეს “ახალი ხილია” საქართველოს ხელისუფლებაში, თორემ ქართველი პატრიოტები დიდი ხანია, გმობენ რუსოფობიას!

პირველობას არავინ დაიჩემებს, დაე ჩაითვალონ ლალიაშვილი და ლილუაშვილი რუსოფობიასთან მებრძოლ პირველ ქართველებად, ოღონდ კი საქმე გამოვიდეს და საქართველოს ეშველოს რამე! ოღონდ, იცოდეთ, თუკი მხარში არ ამოუდექით არა მხოლოდ მესხიშვილის თეატრს, არამედ ყველა კეთილი ნების ადამიანს, მაგალითად, 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღის მოზეიმე ქართველებს, მანამდე არაფერი გამოვა!

 

“ნიუსფრონტი”