მღვდელი ნოე გუგუციძე პასუხს სცემს გიგი უგულავას, რომელმაც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენა გააპროტესტა:
“როგორც ჩანს, ენას მართლაც არ აქვს ძვალი, განსაკუთრებით გიგი უგულავას. თურმე მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად არ შეიძლებოდა დადგენილიყო, რადგან თავის დროზე ამ ეპარქიას რუსებისგან ნაწამები მეუფენი დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შარაშენიძე (ცნობისთვის, მეუფე ექვთიმე შერვაშიძე იყო) განაგებდნენო. ამხ. გიგი, სწორედაც საქართველოსთვის შეწირული გმირი თორელების შთამომავალი გამრეკელი უნდა იყოს ამ მნიშვნელოვანი ეპარქიის მმართველი, სწორედაც წერეთლების და შერვაშიძეების საქმის ღირსეული გამგრძელებელი. дошло?” – წერს მამა ნოე საკუთარ გვერდზე სოც. ქსელ “ფეისბუკში”.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა, თბილისში სააკაშვილის რეჟიმის “მარჯვენა ხელი”, როგორც სასულიერო სემინარიის ყოფილი (და გარიცხული) მსმენელი, აქტიურად ერეოდა ეკლესიის საკითხებში და ბოროტად იყენებდა თბილისის მერის თანამდებობას. “მორწმუნის” საფარველს ქვეშ გახვეული, უგულავა თავის პირად კავშირებს იყენებდა და რეჟიმის აგენტურას ნერგავდა ეკლესიაში.