მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ამტელ ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბესიკ წივწივაძის განცხადებით, ბავშვს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. მისივე თქმით, დაშავებული ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
“სპეციალისტებმა შეამოწმეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ იკვეთება,” – აღნიშნა ექიმმა.
შემთხვევა მარჯანიშვილის მოედანზე გუშინ საღამოს მოხდა. გზაზე გადასვლისას მოზარდს დაცვის პოლიციის ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.