პატრიოტრთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ბოკერია-სააკაშვილს და ლიბერალებს ადანაშაულებს.
“სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, ის პროცესი რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც, ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მეუფე პეტრე ცაავას მიმართ მუქარაც გააჟღერა.
“მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია.
სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.