“მეუფე პეტრე” წავიდა – როგორც თავად ფიქრობს, სამოთხეში მოხვდება

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, “მეუფე პეტრე” დღეს მრევლს დაემშვიდობა. „ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა – „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა.

Imedinews-ის ინფორმაციით, მეუფე პეტრე სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა.