პროკურატურაში დღეს დაბარებულ ნიკა გვარამიას, “მთავარი არხის” დირექტორსა და გაბუნიას “ელტონ ჯონს”, ბრალი დაუმძიმდა. გვარამიამ, პროკურატურის ვერსიით, ტ/კ “რუსთავი 2”-ის ხარჯით, პირად საკუთრებაში შეიძინა 76.000,- ევროს ღირებულების ავტომობილი “პორშე”, მოდელი “Porsche Macan S”.
პროკურატურის განცხადებაში დაწვრილებით არის აღწერილი სქემა, თუ როგორ მიითვისა გვარამიამ ძვირადღირებული მანქანა, რითაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
გვარამია-“ელტონ ჯონი” ნამუსმა არ შეაწუხა, როდესაც ხალხის ფულს ფლანგავდა – “რუსთავი 2”-ს ხომ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება ერიცხებოდა.
შესაბამისად, გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარედგინა. იმედია, გენერალური პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება.