შეწყალების კომისიის ყოფილი წევრები პრეზიდენტს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. ისინი პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
“ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი იმისთვის, რომ სამომავლოდ როდესაც შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს. წინა პრეზიდენტის პირობებში არსებული მექანიზმი, შეწყალების კომისიის სახით, იყო მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა საქმეები გაეფილტრა და გადაწყვეტილება ისე მიეღო,” – აცხადებს გიგაური