საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, „მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელს ქვეყანას და მის მომავალს.
ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს, ყველა ვინც ცდილობს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ან დაამციროს ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.