სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დედას შეგაგინებენ – გაატარეო…
მამას შეგაგინებენ – გაატარეო…
ოჯახს შეგიგინებენ – გაატარეო…
რწმენას შეგიგინებენ – გაატარეო…
პატრიარქს შეგიგინებენ – გაატარეო…
…ისა და… ეროვნება ხომ არ შევიცვალოთ და დავირქვათ, მაგალითად გამტარნი – გამტარლანდიიდან? ღირსებას ვკარგავთ, ღირსებას!
გავატარო კი არა, ყველას სათითაოდ აგყრით თქვე … ნეტავ არ ვიცოდე მაინც ზეპირად ვინ ვინ ხართ…“ – წერს სოსო გოგაშვილი.