“პეტრე სენაკის ვაგზლის ქურდი იყო, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ.” – ეპისკოპოსი ელიზბარ დეკანოიძე

ჯერ კიდევ 2017 წელს ეპისკოპოსი ელიზბარი “მეუფე პეტრეს” ავაზაკურ წარსულზე საუბრობდა და ჟურნალ “თბილისელებთან” ვრცელი კომენტარი გააკეთა:

 

”მეუფე პეტრე თავისით კი არ ალაპარაკდა, ვიღაცამ გამოაყეფა! პეტრე ცაავა არ არის ისეთი კაცი, ვინმეს რამე რომ აპატიოს. აბსოლუტური სიმართლეა, რასაც მასზე წერენ, რომ სენაკის ვაგზლის ქურდი იყო, ჩვეულებრივი, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ – “კარმანშიკი!” იყო უშიშროების აგენტი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემ მეგობარ ილია ზუკაკიშვილს სახლი გაუყიდა, ქუჩაში დატოვა და წლების შემდეგ, როცა ილიამ, როგორც იქნა მიაგნო მას, მის წინაშე იდგა პაატა ცაავა ეპისკოპოსის შესამოსელში… ეს ამბავი მეგობრისგან ვიცოდი, რომ იყო ერთი გარეწარი ეპისკოპოსი, ვინმე პეტრე ცაავა, მაგრამ ილიას თხოვნით, ამას არსად ვამბობდი”, – ჰყვება მიტროპოლიტი ელიზბარი ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრის დროს.

 

წყარო: თბილისელები