საქართველოდან რუსეთში დაბრუნებისას, რუსეთში ქართული დიასპორის ღირსშესანიშნავმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ხომერიკმა შეხვედრა მოაწყო ჩრდილო ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.
ამ შეხვედრას ოსურმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მიუძღვნა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. ხომერიკმა აღნიშნა, რომ ქართველების და ოსების კონფლიქტი დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ამ ორი ერისათვის, არამედ მთელი რუსეთისთვის.
ვლადიკავკაზში ქართველების მიმართ, ტრადიციულად, ძალიან კეთილი დამოკიდებულება არსებობს. ბუნებრივია, ვლადიმერ ხომერიკს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა ყურადღებით მოუსმინეს. მათ თავიანთი გულისტკივილიც გამოთქვეს, რომ ბოლო დროს მათ არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე, კობში, თავიანთ სალოცავში მისასვლელად.
ეს შეხვედრა გაგრძელებაა იმ სახალხო დიპლომატიის გეგმისა, რომელიც წამოწყებულ იქნა 20 ოქტომბერს ახალციხეში და ლიბერალური მასმედიის ვიშ-ვიში გამოიწვია.