ზუგდიდთან, ავარიის შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჩხორიაში ავტომანქანა, სადაც სამი მოსწავლე იჯდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

თვითმხილველთა თქმით, დიდი სიჩქარით მომავალმა “ოპელის” მძღოლმა მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორის მდგომარეობა სტაბილურია.