აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის მოთხოვნით, პეტიცია მზადდება.

აზარტულ  თამაშებზე შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია მზადდება. ავტორი ანა დოლიძეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი რეგულაციების გამკაცრებას და რეკლამების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს.

კამპანია “გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ოთხ ინიციატივას ასაჯაროებს, რომელმაც, ხელი უნდა შეუწყოს პრობლემის მოგვარებას.

“კამპანია შეაგროვებს ხალხისგან ხელმოწერებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კანონპროპექტი, ამას ერქმევა სანდრო ბერაძის კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ბავშვებს და აკრძალავს რეკლამას,”- ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  სოფო კილაძე ამბობს, აზარტულ თამაშებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.

“ფაქტობრივად, ეს აზარტული თამაშები მთელს ქვეყანას სამომავლოდ პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს,”-აცხადებს კილაძე.

პარლამენტისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”. ორგანიზაციის პრეზიდენტ თამთა ჯაფარიძის თქმით, ივნისის თვიდან, დღემდე, თამაშებს აზარტდამოკიდებული 17 ახალგაზრდა ემსხვერპლა.