გორში მაღალი სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა აშენდა

გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აშენდა.

პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით, “ალიანს გრუპმა” განახორციელა. სამაცივრე მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1,500-ს ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 30 ადგილობრივია დასაქმებული.

მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.