საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება

საქართველოში წვიმა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოდან იტყობინებიან.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.