ჭყონდიდში ტაძარი ცარიელი არ იყო!

ჟურნალისტები უვიცობით ან, ზოგიერთი, ბოროტი განზრახვით, ავრცელებენ ცნობას, რომ “ჭყონდიდის ეპარქიაში საღამოს ლოცვა ცარიელ ტაძარში ჩატარდა”.

ამასთან დაკავშირებით, “ნიუსფრონტი” დებს ფოტოს, რომელსაც ეს ჟურნალისტები თავად ავრცელებენ და შეახსენებს მკითხველს, თუ რას ამბობს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე:

კუალად ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოველისთვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა.

რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა” (მათე, 18:19-20).

ის ხალხი, ვინც მივიდა ტაძარში და ვისაც სურათზე ხედავთ, არიან კიდეც ეს სახარებისეული ორი-სამი ადამიანი, რომელთა ლოცვაც გადასწონის დემონებით შეპყრობილ სექტანტებს – რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს! რამეთუ უფალი მათთან არს, ვინც მას მიმართავს ლოცვით…

ისევ უფალმა უშველოს ყველა გზააბნეულს და მოიყვანოს ჭკუაზე – ჩვენი ლოცვით!

 

“ნიუსფრონტი”