თურქეთი ევროკავშირს დამატებით პრობლემას უქმნის

თურქეთის მთავრობა სირიაში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ ევროკავშირის მოქალაქე მებრძოლების ევროპაში დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ანკარაში გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ ISIS-ის წევრებისთვის სასტუმრო არ ვართ“, – თქვა მან.

ამასთან მან იმ ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკა გააკრიტიკა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობას ართმევს. კერძოდ, ასეთ ზომებს დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები მიმართავენ. „ასეთი ზომები მიუღებელი და უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა სოილუმ. მან არ დააკონკრეტა რამდენი ევროპელი დააკავა თურქეთმა სირიაში.

იმედი