საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე საზოგადოებების სამმართველოს (YTB) ხელმძღვანელმა აბდულაჰ ერენმა თურქების გერმანიაში ემიგრაციის 58-ე წლისთავთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„განვლილმა დრომ წარმოშვა პროცესი, რომელმაც გერმანიის არა მხოლოდ სამუშაო ძალაში, არამედ მის ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ სტრუქტურაში აქტიური წვლილი შეიტანა. ამ პროცესის პირველმა თაობამ, რომელთა უმრავლესობამ ენაც კი არ იცოდა, ამ ქვეყანაში წარმატებული ისტორიის გმირია და დღეს უკვე მეოთხე თაობას მიაღწია. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდა და დინამიური თაობა დღითიდღე საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ უფრო მეტ წვლილს შეიტანენ, სამშობლოსა და მშობლიურ ენასთან კავშირების გაწყვეტის გარეშე, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.“
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 58 წლის წინ 1961 წლის 30 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ბონში ხელმოწერილი „შრომითი ძალის შეთანხმების“ ფარგლებში გერმანიაში პირველ ეტაპზე 2500 თურქეთის მოქალაქე გაემგზავრა.
აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთის მოქალაქეები განვლილ პერიოდში აქტიურად მონაწილეობენ გერმანიის პოლიტიკურ, კულტურულ, სპორტულ ცხოვრებაში, საზოგადოების ყველა სფეროში, მათმა რიცხვმა 3,5 მილიონს მიაღწია და აქ უკვე მათი მეოთხე თაობა ცხოვრობს. განცხადების მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე საზოგადოებების სამმართველო, ისევე როგორც სხვაგან, გერმანიაში მცხოვრები თურქი მოქალაქეებისთვისაც განათლების, კულტურის და სხვა მრავალ პროექტს ახორციელებს /TRT/.
სამაგიეროდ, გერმანელების მოაზროვნე, არალიბერალური ნაწილი, ერთ კანონზომიერებას აღნიშნავს: რაც უფრო მეტი თაობა იცვლება, ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტების შთამომავლები უფრო ნაკლებად ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებაში. მეტიც, ისინი ანგრევენ არსებულ ფასეულობათა სისტემას და საფთხეს უქმნიან ევროპის ისტორიულ იდენტობას.