fb: ლევან ჩაჩუა: “ეკლესიის მტრების მიერ იგეგმებოდა დიდი განხეთქილების მოწყობა”

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუამ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ყურადღება გაამახვილა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის გააქტიურებაზე საქართველოს მიმართ და შემდეგი შინაარსის რეპლიკა გამოაქვეყნა:

Ioannis Zizioulas

“ბართლომეოსის მარჯვენა ხელის [იოანე] ზიზიულასის ვიზიტს შემთხვევით არ ,,დაემთხვა” პეტრე ცაავას პროვოკაცია. ვფიქრობ, საქართველოს ეკლესიის მტრების მიერ იგეგმებოდა დიდი განხეთქილების მოწყობა:

საქართველოს ეკლესიიდან გაქცეულ 3-4 ეკუმენისტ იერარქს, მღვდელს, თვითმარქვია ,,თეოლოგს”, ტელეზომბირებულ მრევლს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია ლიბერასტ (უგულავას მსგავს) პოლიტიკოსებს უნდა გაეკეთებინათ ღია განცხადებები (მედია ამას ყვირილით გააშუქებდა), რომ მთელი ეს ხალხი უარს აცხადებს თითქოსდა პრორუსულ ორბიტაზე მყოფ საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობაზე და უერთდება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებულ ,უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას’.

ღვთის წყალობით, პატრიარქის პრინციპული პოზიციით და სინოდზე დამსწრე იერარქების ერთსულოვნებით ეს გეგმა ჩაიშალა.

ვილოცოთ, რომ ღმერთმა დაიფაროს საქართველოს სამოციქულო (განუყოფელი) მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენისტ-სოდომოტი გავლენიანი ძალების შემოტევისაგან…” – წერს ლევან ჩაჩუა.