დღეს, საკვირაო ქადაგებისას, უწმინდესმა მრევლს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენთან არს ღმერთი. მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგელებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი”.- განაცხადა პატრიარქმა.