სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მეტად ემოციურად გააცილა, ტაშით და შეძახილით “გვიყვარხარ”.
სიმბოლურია, რომ ამ დროს ცაზე თვითმფრინავების ნაკვალევით, ჯვარი გამოისახა.
ტაძრის ეზოში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა. მათ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს სიყვარული და ნდობა გამოუცხადეს.