დეკანოზმა შალვა კეკელიამ დღეს ასეთი განცხადება გააკეთა სამების საკათედრო ტაძარში
“მეუფე პეტრემ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით – ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის ამდენხნიანი მოღვაწეობით. დღეს ვხედავთ, ხალხი როგორ მოდის და მოაშურებს სამების საკათედრო ტაძარს, მან ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ამ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას რომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარება უნდოდეს, ასე არ არის, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია”.