მუსიკალური პროექტი Nostalgie – გია ყანჩელს მიეძღვნება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს. ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის რჩეული კომპოზიციები და კინომუსიკა რუსთაველის თეატრში შესრულდება.
ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“ უკავშირდება. ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა.
მუსიკა განსაკუთრებულად აღინიშნა და ქართველი კომპოზიტორი 1987 წლიდან საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიესნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.
სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებების პარალელურად ნაჩვენები იქნება ეპიზოდები კინოფილმებიდან.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. სცენარისტი და რეჟისორია – თეონა ჯორბენაძე; მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, ოთო ნემსაძე, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან კემულარია, წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი – პაატა ცეცხლაძე.