გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, გამოვლებნილია დს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც “ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იტყობინებიან, , ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში – 62, იმერეთში – 56, ქვემო ქართლში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, შიდა ქართლში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 9, გურიაში კი – 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ხოლო დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 მ3-მდე ხე-ტყე.

ასევე დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი.  ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.