გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

 

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, გუშინ , კლინიკაში გარდაიცვალა.ინფორმაციას ამის შესახებ, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებდა, რომ სოსო ჯავახიშვილი მართვით სუნთქვაზე აღარ იყო და სასუნთქი აპარატიდან მოიხსნა. მისი თქმით, დაზიანებიდან 2 კვირის შემდეგ, მისი ზოგადი მდგომარეობის მცირე გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა პაციენტი მაინც რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყო 39 წლის სოსო ჯავახიშვილი.