“იმედი მაქვს, ეს არ იქნება დადგმული სპექტაკლი” – თორნიკე მამალაძე

მოხდება თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის  შეწყალება მორატორიუმის ფონზე და თუ მოხდება, როგორი სახით?! – იუსტიციის სამინისტროს გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მიმართავს.

თორნიკე მამალაძე უწყებას სთხოვს, დეკანოზს სასჯელი გადაუვადოს და მისი მკურნალობის პარალელურად პრეზიდენტმა გადაწყეტილება მიიღოს. თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სინოდის შუამდლომლობას გაითვალისწინებს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება დადგმული სპექტაკლი და ამ ადამიანებს რეალურად სურთ ჩემი ძმის გათავისუფლება. ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას ალტერნატიულ გზას, იუსტიციის სამინისტროს იურიდიულად შეუძლია სასჯელის გადავადება. გადაავადონ სასჯელი, გამოვიყვანთ ჩემს ძმას, დავიწყებთ მკურნალობას და პრეზიდენტსაც ექნება საიმისოდ დრო რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი,” – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.