პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა

საპატრიარქოს ინფორმაციით, გუშინ, ბიძინა ივანიშვილისა და ილია მეორის შეხვედრისას ითქვა, რომ ბოლოდროინდელი ხმაურიანი მოვლენები მიმართულია ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ გამართულ შეხვედრას ეხება.

“შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე  ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.