ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას პატრიარქთან მოსანანიებელი არაფერი აქვს.
მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.
პეტრე (პაატა) ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.
„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის…მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი,“ – აღნიშნა ცაავამ, თუმცა თავად არ აპირებს , როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემლის სიტყვების შესრულებას, რადგან პატრიარქთან მონანიებას არ ფიქრობს და, შესაბამისად, არ გააჩნია სინანულის გრძნობა.